ნიგერიაში, ავტოკატასტროფის შედეგად მიღებული დაზიანებების შემდეგ, კრივის ვარსკვლავი ენტონი ჯოშუა საავადმყოფოში მოათავსეს. ავარიის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ავტომობილს საბურავი გაუსკდა, რის გამოც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. 36 წლის ენტონი ჯოშუა ავტომობილის უკანა სავარძელზე იჯდა.
როგორც მედია იუწყება, მან უმნიშვნელო ტრავმები მიიღო.
"ვცდილობთ ენტონის დავუკავშირდეთ და ამ ეტაპზე არ გვინდა მის მდგომარეობაზე სპეკულაციები გავაკეთოთ, მაგრამ საბედნიეროდ, ფოტოებიდან გამომდინარე, ის კარგად არის", - განაცხადა მისმა პრომოუტერმა, ედი ჰირნმა.
