კრიშტიანო რონალდო „ალ-ნასრთან“ კონტრაქტს გააგრძელებს და 200 მილიონს მიიღებს

„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების 39 წლის ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ თავის ამჟამინდელ კლუბთან ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. ამის შესახებ ესპანური გაზეთი AS-ი გამოცემა Al Khabar-ზე დაყრდნობით წერს.

პორტუგალიელის ამჟამინდელი ხელშეკრულება საუდის არაბეთის კლუბთან უახლოეს ზაფხულში იწურება. ამტკიცებენ, რომ კრიშტიანომ უკვე მიიღო კონტრაქტის გაგრძელების წინადადება და ახლოს არის გარიგების ოფიციალურად დამტკიცებასთან.

რონალდომ, რომელიც „ალ-ნასრში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობს, ახალი კონტრაქტის მიხედვით, ერთ წელიწადში 200 მილიონი ევრო უნდა გამოიმუშავოს. პორტუგალიელი დარჩება მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად და კვირაში 3.8 მილიონ ევროს  მიიღებს.

კრიშტიანო რონალდო 5 თებერვალს 40 წლის გახდება.