ჯაბა კანკავა 20 წლის შემდეგ „დინამო თბილისში“ კვლავ 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს – ინფორმაციას კლუბსი პრესსამსახური ავრცელებს.
კანკავა „დინამო თბილისში“ დეკემბერში დაბრუნდა. დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ კარიერის მშობლიურ კლუბში დასრულება გადაწყვიტა და გუნდთან კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა.
ჯაბამ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, სადაც 2003-2005 წლებში თამაშობდა. დედაქალაქურ კლუბში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ამას გარდა, სხვადასხვა დროს თამაშობდა კიევის „არსენალში“, „დნიპროში“, „კრივბასში“, „რეიმსში“, „ვალანსიენში“, „ტობოლსა“ და „სლოვანში“.
ჯაბა ცხრა წელი საქართველოს ეროვნულ ნაკრების კაპიტანი იყო – „ჯვაროსნების“ ფორმით 101 თამაში აქვს ჩატარებული. 2022 წლის 27 იანვარს ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. თუმცა ევრო 2024-ის პლეი ოფის მატჩებში ვილი სანიოლმა გუნდში დააბრუბნა და ლუქსემბურგთან ითამაშა.
ფრანგმა სპეციალისტმა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელ შემადგენლობაშიც დაასახელა, მაგრამ ჯაბამ განაცხადა, რომ უმჯობესი იყო, ნაკრებში ახალგაზრდებს ეთამაშათ და გერმანიაში მხოლოდ გულშემატკივრის სტატუსით გაემგზავრა. ამის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტის 2024 წლის 2 ივლისის ბრძანებულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
კანკავა ორჯერ დაასახელეს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად.