ტატო გრიგალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ტიმურ არბუზოვთან იუკოთი წააგო.

ტურნირზე დღეს გამომსვლელმა სამმა ძიუდოისტმა – ლუკა მაისურაძემ, გიორგი ჯაბნიაშვილმა (ორივე – 90 კგ) და მარიამ ჭანტურიამ (70 კგ) ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.