საქართველოს რაგბის კავშირს დავით კაჭარავა უხელმძღვანელებს

ვეტერანი ბორჯღალოსანი, დავით კაჭარავა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა(57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.

აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემალაძე ჩაანაცვლა.

მას ეროვნულ ნაკრებში 122 თამაში აქვს ჩატარებული, რაც ქართული რაგბის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.