სანდრო ბაზაძემ სეულის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სამხრეთ კორეაში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის სეულის გრან-პრი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სანდრო ბაზაძემ მეოთხედფინალში სამხრეთ კორეელ სან გუკ ოჰს ანგარიშით 15:11 სძლია. ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალი უნგრელ სპორტსმენთან ანგარიშით 10:15 დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა.

სეული 36 ქვეყნის 200-მდე მოფარიკავეს მასპინძლობს. ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.