“პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა დაიმსახურა - ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა ლუის ენრიკემ „არსენალის“ დამარცხებისა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლის ფინალში გასვლის შესახებ ისაუბრა.

ენრიკეს თქმით, პარიზულმა კლუბმა მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში ყოფნა დაიმსახურა.

„ორი მატჩის ჯამში მეტოქეზე მეტი გოლი გავიტანეთ და ფეხბურთში ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ „არსენალმა“ შესანიშნავად ითამაშა და ჩვენ ბევრი ვიწვალეთ.

ვფიქრობ, ყველაფრის გათვალისწინებით, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა დაიმსახურა. სტატისტიკურად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვიყავით ევროპაში, თუმცა ჯგუფურ ფაზაში გაგვიჭირდა.

ფეხბურთს ლოგიკა არ აქვს, მაგრამ პირველივე დღეს ვთქვი, რომ ჩემი მიზანი აქ ისტორიის შექმნა იყო. ჩვენი მისიაა, ჩემპიონთა ლიგა მოვიგო“, – აღნიშნა ენრიკემ.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ნახევარფინალში „არსენალს“ ორი მატჩის ჯამში 3:1 სძლია და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიში მეორედ ითამაშებს. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში პარიზელები მილანის „ინტერს“ 31 მაისს შეხვდებიან.