საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორედ გავიდა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეხუთე ტურის საშინაო მატჩი საბერძნეთთან, რომელიც ქართველებმა 29:26 მოიგეს.

სპორტის სამინისტერო ხელბურთელთა ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა.