„ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა ლიონელ მესიმ, შესაძლოა, „ინტერ მაიამი“ დატოვოს. როგორც ჟურნალისტი ფლავიო აზარო წერს, მესიმ არგენტინულ „ნიუელს ოლდ ბოისში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
წყაროს ცნობით, ტრანსფერი უკვე 2025 წლის დეკემბერში შედგება. ადრე ფეხბურთელი აცხადებდა, რომ სურს კარიერის დასრულება კლუბში, რომელშიც ფეხბურთის თამაშს იწყებდა.
ლიონელ მესი „ინტერ მაიამიში“ 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ სეზონში მან MLS-ის 13 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.