კევინ დურანტი კარიერას „ჰიუსტონში“ გააგრძელებს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ვარსკვლავი კევინ დურანტი გაცვლის შედეგად „ფინიქსიდან“ „ჰიუსტონში“ გადავიდა, – დაწერა სოციალურ ქსელში ტელეკომპანია ESPN-ის ინსაიდერმა, შემს ჩარანიამ.

36 წლის კალათბურთელის სანაცვლოდ „ფინიქსი“ მიიღებს მცველ ჯეილენ ბრაუნს, ფორვარდ დილონ ბრუქსს, 2025 წლის დრაფტის პირველ რაუნდში მე-10 არჩევანსა და მეორე რაუნდის ხუთ პიკს.