ცნობილი გახდა სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩების გამართვის თარიღი და დრო.
ტურნირი ოთხგუნდიანი ფორმატით გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ 26 ივნისს გასული სეზონის მეორეადგილოსანს, გორის „დილას“ დაუპირისპირდება – მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ქუთაისის „ტორპედო“ კი 27 ივნისს საქართველოს თასის მფლობელს, ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ „სპაერს“ შეხვდება. ეს მატჩიც „პეტრიაშვილი არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის გამარჯვებულები ტიტულისთვის ფინალში ითამაშებენ, დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის მატჩში შეხვდებიან ერთმანეთს.