საინგილოში ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა

21 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადშიტრადიციული ყოველწლიური ფეხბურთისჩემპიონატი დასრულდა (ჩემპიონატს მრავალიათწლეულის ისტორია აქვს და მასშიადგილობრივი ინგილო ქართველებისაფეხბურთო გუნდები მონაწილეობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის ფედერაციაში ემიგრირებულ ინგილო ქართველებს ქალაქვოლგოგრადსა და ნორილსკშიც აქვთ საკუთარი ფეხბურთის გუნდები).

 

ალიაბადის ფეხბურთის ჩემპიონატი 25 მაისს დაიწყო და მასში 7 გუნდი მონაწილეობდა - მერცხალი, აიაქსი (ასუსტიანი),

ინტერი (ძაღლისუბანი), კურა, ციცქვილი,ბაზარი (მე-3 ბრიგადა) და ჩიტისუბანი. ყველაგუნდში ადგილობრივი აზერბაიჯანის მოქალაქეინგილო ქართველი ფეხბურთელებითამაშობდნენ.

 

ფინალური შეხვედრა 21 ივნისს ალიაბადისსაფეხბურთო სტადიონზე გაიმართა, რომელსაცზაქათალის რაიონის ადმინისტრაციისწარმომადგენლები, ადგილობრივიმოსახლეობა და ფეხბურთის გულშემატკივრებიესწრებოდნენ.

 

ფინალში ალიაბადის გუნდები ბაზარი (მე-3 ბრიგადა) და ინტერი (ძაღლისუბანი)შეხვდენენ ერთმანეთს. ჩემპიონატისგამარჯვებული ანგარიშით 4:1 ბაზარი(მთავარი მწვრთნელ ორხან ჯუმაევი გახდა. გამარჯვებულ ფეხბურთელებს ზაქათალისრაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმათასი და მედლები გადასცეს. ინგილოქართველმა ფეხბურთელებმა დაგულშემატკივრებმა გამარჯვება ემოციურად, დაბა ალიაბადში ანქანებით სვლელობითაღნიშნეს.

 

სამწუხაროდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საინგილოში, ზაქათალის რაიონის დაბაალიაბადსა და სოფელ მოსულში მცხოვრებინგილო ქართველებს 2011 წლის შემდეგქართველი დიპლომატები არ შეხვედრიან და არდაინტერესებულან მათი პრობლემებით(ყველაზე დიდი პრობლემა სკოლებში ქართული სექტორების თანდათანობითიდახურვაა. 2014 წელს ალიაბადის #4 სკოლის(ე.წ. “ჩიკას სკოლა”) ქართული სექტორისდაკეტვის შემდეგ მხოლოდ ალიაბადის #1 სკოლაშია შემორჩენილი ქართული სექტორი დამასაც გაუქმება ემუქრება).

 

საქართველოსგან განსხვავებით, ქვემოქართლის (ე.წ. ბორჩალო) რეგიონშიკომპაქტურად მცხოვრებ ეთნიკურაზერბაიჯანელებს ხშირად სტუმრობენოფიციალური პირები აზერბაიჯანიდან. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის მაგალითიააზერბაიჯანის მილი-მეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატების ვიზიტი მარნეულში, რომელიც 2023 წლის 6 ივლისს გაიმართა. საქართველოსქვემო ქართლის რეგიონს, ქალაქ მარნეულსაზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისისაზერბაიჯან-საქართველოსსაპარლამენტთაშორისო ურთიერთობისსამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევიდა დეპუტატი რაუფ ალიევი ეწვივნენ. ვიზიტისდროს აზერბაიჯანელმა დეპუტატებმაადგილობრივი თვითმმართველობისხელმძღვანელ პირებთან, მარნეულისმუნიციპალიტეტის საკრებულოსთავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგგულიევთან, ქვემო ქართლში სახელმწიფორწმუნებულის მოადგილესთან კახაკობერიძესთან და მარნეულისმუნიციპალიტეტის მერთან კენან ომაროვთანერთად, ჰეიდარ ალიევის 100 წლისიუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღესმონაწილეობა და მარნეულის რაიონის სოფელყიზილაჯილის სტადიონზე საქართველოსმოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელფეხბურთელებს შეხვდნენ. აზერბაიჯანელმასტუმრებმა ადგილობრივ აზერბაიჯანელმოზარდებით დაკომპლექტებული 5 გუნდისფეხბურთელებს საჩუქრად 100 ფორმა, ქუდებიდა ფეხბურთის ბურთები გადასცეს.საქართველოს მოქალაქე ეთნიკურიაზერბაიჯანელები და მათი პრობლემებიაზერბაიჯანული დელეგაციებისა დააზერბაიჯანელი დიპლომატების მუდმივიყურადღების ცენტრშია და ყველააზერბაიჯანული მნიშვნელოვანი თარიღი თუეროვნული დღესასწაულიც აზერბაიჯანისსაელჩოს პატრონაჟით საქართველოშიცაღინიშნება.  

გულისტკივილით უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსსაჩუქრებსა და მხარდაჭერას (თუნდაც მხოლოდადგილზე ჩასვლასა და მათ მონახულებას) საქართველოს მხრიდან წლების მანძილზესრულიად მოკლებულნი არიან ზაქათალისრაიონის დაბა ალიაბადსა და სოფელ მოსულშიმცხოვრები ჩვენებურები, რაც ადგილობრივეთნიკურ ქართველთა გულისტკივილს იწვევს.

 

დაბა ალიაბადი (ისტორიული ელისენი) რეგიონში ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანიდასახლებაა ქალაქების შემდეგ. ალიაბადისმოსახლეობა დაახლოებით 11 ათასზე მეტია(მოსახლეობის 99 % ეთნიკური ქართველია დაისინი ქართული ენის ინგილოური დიალექტისალიაბათურ კილოზე საუბრობენ).

 

ავტორი: სერგო კერესელიძე, საინგილოსმკვლევარი, ჟურნალისტი