45-წლიანი პაუზის შემდეგ ფორმულა 1 მადრიდში ჩატარდება

წინასწარ ცნობილი გახდა 2026 წლის ფორმულა 1-ის შეჯიბრებების კალენდარი, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად ესპანეთის დედაქალაქი, მადრიდიც არის შეტანილი.

ისევე, როგორც მიმდინარე წელს, 2026 წელიც 24 რბოლისგან იქნება შემდგარი, თუმცა F1-მა გადაწყვიტა სიიდან იტალიის 'იმოლას' ტრასა ამოეღო და მის ნაცვლად ახალი, მადრიდში მშენებარე 'მადრინგის' ტრასა ჩაესვა. მადრიდი, რომელმაც F1-ის რბოლას ბოლოს 1981 წელს უმასპინძლა, გრაფიკში 11-13 სექტემბერს ჩაჯდა. ახალი ტრასა, რომელიც როგორც ქუჩის, ასევე არაქუჩის მონაკვეთებს მოიცავს, მშენებლობის პროცესშია და 2026 წლის კალენდარში ერთადერთი ახალი ადგილი იქნება.

ისე მოხდა, რომ იტალიამ, რომელსაც 2 ადგილი ჰქონდა (იმოლა და მონცა), მხოლოდ ერთი დარჩა, სამაგიეროდ ესპანეთი იქნება 2 ადგილით წარმოდგენილი. ნახსენები მადრიდის გრან-პრი და უკვე კარგად ნაცბობი კატალონიის გრან-პრი, რომელიც ბარსელონაში იმართება. 2026 წელს, სარბოლო ტრასებზე ვიხილავთ ახალ ბრენდებსაც.