SportsBoom-ი - გიორგი ჩაკვეტაძით პრემიერლიგის გუნდები დაინტერესდნენ

გიორგი ჩაკვეტაძეს პრემიერლიგური „სანდერლენდი“ და „ბარნლი“ იწვევენ. 25 წლის ქართველი ნახევარმცველით, რომლის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ფუნტი სტერლინგია, ასევე დაინტერესებულია „ბირმინგემი“, – ინფორმაციას SportsBoom-ი ავრცელებს.

„უოტფორდის“ ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის შეძენას ზაფხულში „ბარნლი“, „ბირმინგემი“ და „სანდერლენდი“ გეგმავენ. ქართველი ნახევარმცველის შთამბეჭდავმა თამაშებმა პრემიერლიგის კლუბების ინტერესი გამოიწვია.

SportsBoom-ის ცნობით, „ბარნლი“ „უოტფორდის“ ნახევარმცველს პრემიერლიგაში დაბრუნებამდე დაუკავშირდა.

ჩაკვეტაძემ გერმანიაში გამართულ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა, კლუბში მისმა შესანიშნავმა შეხვედრებმა ბოლო 12 თვის განმავლობაში მისი რეიტინგი კიდევ უფრო გაზარდა.

ჩვენი წყაროების ცნობით, ჩაკვეტაძეს ახარებს პრემიერლიგაში გადასვლის პერსპექტივა, მაგრამ ღიაა ყველა შეთავაზებისთვის, მათ შორის ჩემპიონშიფის სხვა კლუბებისგანაც.

ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე აკავშირებს – მისი ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 4-5 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. გიორგი კვირაში 25 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს, რომლის გადახდაც ჩემპიონშიფის ზოგიერთ კლუბს არ სურს, თუმცა პრემიერლიგის გუნდებს ამის საშუალება აქვთ.

ნახევარმცველი „ჰორნეტსს“ თავდაპირველად 2023 წლის ივლისში ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში მუდმივი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე ჩაკვეტაძე იჯარით თამაშობდა გერმანიაში, „ჰამბურგში“ და სლოვაკეთის სუპერლიგის „სლოვანში“.