უეფამ ალბანეთის ნაკრები საქართველოს ჰიმნზე სტვენისა და სხვა დარღვევების გამო დასაჯა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ალბანეთის ეროვნული ნაკრები ფინანსური სანქციებით დასაჯა, რაც ადგილობრივი გულშემატკივრების მხრიდან საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებისას არსებული ქცევა გახდა.

10 ოქტომბერს ტირანაში საქართველოს ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა, რა დროსაც ალბანელი ქომაგებისგან რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

ადგილობრივებმა დაბლოკეს საქართველოს ნაკრების ქომაგებისთვის გათვალისწინებული ტრიბუნებისკენ მიმავალი კიბე, რის გამოც, უეფას ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, ფედერაცია 18 000 ევროთი დაჯარიმდა.
გარდა ამისა ,ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციას მოუწევს 4750 ევროს გადახდა ტრიბუნებიდან ნივთების სროლისთვის, ხოლო 12 500 ევრო საქართველოს ჰიმნის შესრულების დროს სტვენის გამო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრებს 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინის, ხოლო 19 ნოემბერს გასვლაზე ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.