თბილისის 70 %-ი ოპოზიციურად არის განწყობილი და 23 %-იან კალაძეს როგორ უთმობთ ბრძოლის ველს-ირაკლი კუპრაძე

"ლელო - ძლიერი საქართველოს" და "გახარია საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ კახა კალაძეს თბილისში მხოლოდ 23 %-იანი მხარდჭერა აქვს და 70 % ოპოზიციურად განწყობილი ხალხია, ამხელა სხვაობა კი გაყალბებით ვერ გადაიფარება.

როგორც კუპრაძემ ვიკა ბუკიას “დღის ამბებში“ განაცხადა, იმისთვის, რომ “ოცნებამ“ გაიმარჯვოს იმ ხალხს, ვინც არჩევნებზე მივა, “თოფიანი კაცები უნდა დააახვედროს და საარჩევნო უბნებთან დახვრიტოს“.

კატასტროფული შეცდომები უნდა დავაშვებინოთ ბიძინა ივანიშვილს, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ სხვა ტიპის წინააღმდეგობა-, ამბობს ის.

23 %-იან კახა კალაძეს როგორ და რატომ უთმობთ თბილისში ბრძოლის ველს. იმ პირობებში, როცა თბილისის 70 %-ი ოპოზიციურად არის განწყობილი, ამხელა სხვაობა, გაყალბებით რომ ამოაგდოს, 2 გზა არსებობს: პირველი- უნდა დაგვხვრიტოს საარჩევნო უბნებთან, თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ არჩევნებზე მივიდეს, თოფი უნდა მოიტანოს და თოფიანი კაცები დაგვახვედროს, საარჩევნო ურნები უნდა გაიტაცოს, და მეორე-კატასტროფული შეცდომები უნდა დავაშვებინოთ ბიძინა ივანიშვილს, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ სხვა ტიპის წინააღმდეგობა, ისევ ქუჩაში. კატასტროფული შეცდომები მათგან არ მიგვკლებია, ჩვენი პარტიის 2 ლიდერი, ჩვენი პარტიის წევრები, უამრავი მეგობარი ციხეში სხედან. ჩვენ გვდენიან ყოველდღიურად, თითოეულ ადამიანს, რომელმაც მხარდაჭერა გამოგვიცხადა, შეხვედრებზე მოვიდა, სამსახურიდან აგდებენ, ჩვენ ვამბობ, მიუხედავად ამისა, ვიბრძოლებთ ყველა ველზე, სადაც ეს შესაძლებელია და უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პარტია, რომელიც ილაპარაკებს, მათ შორის ყოფით პრობლემებს,- განაცხადა კურპაძემ.

მისივე თქმით, მათი მთავარი ხაზი პოლიტპატიმრების თავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნებია.