საქართველო და ტაჯიკეთი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ – ისტორიული ვიზიტის შედეგები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ტაჯიკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დამატებით სტიმულს მისცემს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები  გაგრძელდა გაფართოებულ ფორმატში, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისტორიულად შეაფასა და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

„ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში.ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ნდობას, პატივისცემასა და გულწრფელობას.  ტაჯიკი ხალხის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ქართველებს ბუნების, მდიდარი კულტურისა და ტრადიციების გამო. ქართველი მეგობრების წვლილი ტაჯიკეთის მეცნიერების, ჯანდაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროებში  განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩვენს ისტორიაში.ჩვენს შეხვედრას კიდევ ერთ მნიშვნელოვან დატვირთვას სძენს დუშანბეს ცენტრში ერთ-ერთი მთავარი გამზირის სახელწოდება. ჩვენს ქვეყნებს ყოველთვის კარგად ესმოდათ ერთმანეთის და დღეს ჩვენი საერთო მიზანია სერიოზული მუხტი მივცეთ ორმხრივ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით”, - აღნიშნა კოჰირ რასულზოდამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტაჯიკეთის პრემიერს ქართული დელეგაციის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს ისტორიული მომენტია. საქართველოდან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება ტაჯიკეთში. ჩვენი ერები, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით  და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად.ჩვენ ამ მიზნისადმი ერთგულებას ვადასტურებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო  ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოსა და ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ.

კოჰირ რასულზოდამ ტაჯიკეთის მხრიდან საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

„ეს ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად გვეწვია ტაჯიკეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი დაიწერება ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში.ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ნდობას, პატივისცემასა და გულწრფელობას.  ტაჯიკი ხალხის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ქართველებს ბუნების, მდიდარი კულტურისა და ტრადიციების გამო. ქართველი მეგობრების წვლილი ტაჯიკეთის მეცნიერების, ჯანდაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროებში  განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩვენს ისტორიაში.ჩვენს შეხვედრას კიდევ ერთ მნიშვნელოვან დატვირთვას სძენს დუშანბეს ცენტრში ერთ-ერთი მთავარი გამზირის სახელწოდება. ჩვენს ქვეყნებს ყოველთვის კარგად ესმოდათ ერთმანეთის და დღეს ჩვენი საერთო მიზანია სერიოზული მუხტი მივცეთ ორმხრივ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით”, - აღნიშნა კოჰირ რასულზოდამ.

ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთის პრემიერს ქართული დელეგაციის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ეს ისტორიული მომენტია. საქართველოდან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება ტაჯიკეთში. ჩვენი ერები, ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან ისტორიული ტრადიციებით, მეგობრობით  და ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

ჩვენ ამ მიზნისადმი ერთგულებას ვადასტურებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო  ტაჯიკეთს საქართველოს ეროვნული ინტერესების ძლიერი მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  პატივისცემისთვის, რასაც საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, საქართველო-ტაჯიკეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ხალხებს და ქვეყნებს აკავშირებს ისტორიულად ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები, რომლებიც არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, დღეს შედგა პირველი ვიზიტი უმაღლეს დონეზე საქართველოდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. შესაბამისად, ეს ვიზიტი თავისი შინაარსით შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებულები ჩვენი ურთიერთობებისა და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო დღეს შევხვედროდი პრეზიდენტ რაჰმონს.გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე. წელს, ტაჯიკეთის რესპუბლიკა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს. მინდა, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ თქვენ და მეგობარ ტაჯიკ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და შემდგომი წარმატება.

აქვე ვისარგებლებ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას ტაჯიკეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.ჩვენ დღეს განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის, განვიხილეთ საქართველო-ტაჯიკეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და გამოვთქვით მზადყოფნა, მომავალშიც გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა ამ მიმართულებით,“- აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ თანამშრომლობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

 

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პერსპექტივებს, ასევე - რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს.

 

საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურულ-ჰუმანიტარულ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

 

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკე ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების  შესახებ.

დღეს შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე და ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტს. გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა მართლაც ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით, - ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების გაღრმავებას.

„განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ჩვენი მეგობრობის გაძლიერებისთვის, ურთიერთგაგების ხელშესაწყობად ჩვენს ხალხებს შორის. მივესალმებით კავშირების გააქტიურებას ისეთ სექტორებში, როგორიც არის განათლება, მეცნიერება, კულტურა, ახალგაზრდული საქმეები და სპორტი. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პოეტისა და მწერლის, ქართული კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენლის, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნაში. დუშანბეში იქნება ახალი ქუჩა, რომელსაც ეწოდება რუსთაველის სახელი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ გაძლიერდეს მეგობრული კავშირები ორ ქვეყანას შორის. საუბრისას ხაზი გავუსვით ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას, ასევე განვიხილეთ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა,“- აღნიშნა ემომალი რაჰმონმა.

როგორც  ემომალი რაჰმონმა აღნიშნა, ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

 

„ეს დოკუმენტი მოიცავს საჰაერო კომუნიკაციას, სასოფლო-სამეურნეო ტურიზმს, ასევე მეცნიერებას, განათლებას, კულტურას, სპორტს, კლიმატის ცვლილებას და სხვა საკითხებს. ასევე ორმხრივი ინტერესის მქონე სხვადასხვა თემებს. მოლაპარაკების დროს ჩვენ ხაზი გავუსვით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება. ჩვენ განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობები და ასევე პარლამენტარების დიპლომატიური როლის გაძლიერება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები მოლაპარაკების ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა.

 

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ კიდევ უფრო გავამდიდროთ ეკონომიკური ურთიერთობა ორმხრივი ნაბიჯებით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც წარმოადგენდა ჩვენი მოლაპარაკების ცენტრალურ საკითხს. ორივე ქვეყანას უდიდესი შესაძლებლობები გაგვაჩნია ამ მიმართულებით. ტაჯიკეთი ასევე დაინტერესებულია, რომ გააფართოოს თანამშრომლობა მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მრეწველობის კუთხით, ასევე ტექნოლოგიური და ინოვაციების საკითხებით, ამაში შედის ხელოვნური ინტელექტიც. ამ მიმართებით, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ დავიწყოთ თანამშრომლობა იმ სფეროებში, რაც ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამისათვის ჩვენ პრაქტიკულ ზომებს მივიღებთ. მსუბუქი მრეწველობა, სურსათი, სამთო მეურნეობა, ასევე ფარმაცევტული სფეროები, სოფლის მეურნეობა გამოვლინდა, როგორც ინტერესის სფეროები. ჩვენ მხარს ვუჭერთ სატრანზიტო და სატრანსპორტო სექტორში კავშირების გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ჯანდაცვის მიმართულებითაც“, - განაცხადა ემომალი რაჰმონმა.

მთავრობის მეთაურის თქმით,ამ კუთხით არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხითაც  არსებობს  ძალიან დიდი პოტენციალი, რასაც ორივე მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

„განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ  ჩვენი შეთანხმებით შეიქმნა მთავრობათაშორისი კომისია ეკონომიკური საკითხების გარშემო და სწორედ ამ კომისიის ფარგლებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი თანამშრომლობის გაღრმავება ყველა მიმართულებით. ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის.ასევე, ჩვენ განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას და აღვნიშნეთ ამ  მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის საჭიროება.ჩვენ ასევე შევეხეთ  ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. ამ მიმართულებითაც გვაქვს ინტერესი, გავაღრმავოთ თანამშრომლობა.მნიშვნელოვანია ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, მუდმივი მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება. ბატონი პრეზიდენტი მოვიწვიე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით. ჩვენ ყველას გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ პრეზიდენტი შეძლებს საქართველოში ჩამობრძანებას. დიდი ინტერესით ველოდებით მის ვიზიტს საქართველოში.მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი დიდი მწერლის, შოთა რუსთაველისთვის პატივის მიგებისთვის, რომლის სახელობის ქუჩაც გაიხსნა დუშამბეში და რომლის ბიუსტიც დაიდგა თქვენს ქალაქში. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი პატივისთვის, რაც ძალიან დასაფასებელია თითოეული ჩვენგანისგან.დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების, ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთლიდღეოდ, მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება.დასასრულს, ჩემი და მთლიანად დელეგაციის სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისა და მიღებისთვის. წარმატებებს გისურვებთ ყველა დასახული მიზნის განხორციელებასა და ქვეყნის შემდგომ განვითარებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ემომალი რაჰმონის თქმით, ტაჯიკეთი კმაყოფილებას გამოხატავს საქართველოსთან თანამშრომლობაზე მიმდინარე საერთაშორისო საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გლობალური დღის წესრიგის წინ წაწევას ისეთ სფეროებში, როგორიც არის წყალი და კლიმატი.

„ჩვენ ხაზი გავუსვით, თუ რამდენად საჭიროა, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა შემსუბუქდეს გარემოზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეფექტი.უსაფრთხოების სექტორში განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა წინააღმდეგობა არსებულ საფრთხეებზე და დასკვნის სახით, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ შეთანხმებები, რომლებიც მიღწეული იქნა დღევანდელ შეხვედრებზე, ნამდვილად უზრუნველყოფს პერსპექტივას, რომ განვითარდეს ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის.ტაჯიკეთი ძალიან აფასებს ამ მოლაპარაკებების შედეგებს, რომლებიც გაიმართა კონსტრუქციული და ორმხრივი გაგების გარემოში. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ნამდვილად მისასალმებელია ყველა სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად ჩვენ ორ ქვეყანას შორის“, -  განაცხადა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მხარეებმა დელეგაციებთან ერთად განიხილეს ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.

"დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ორმხრივი ურთიერთობების, უფრო მჭიდრო პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიმართ,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე  სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განიხილეს.„ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შევხვდი და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ.კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების იდეისადმი“, -  აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.