მთავარი
კონორ მაკგრეგორს ირლანდიის პრეზიდენტობა სურს
- Details
- By rusa
- Hits: 402
ირლანდიელმა შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლმა, UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მსუბუქ და ქვემსუბუქ წონაში, კონორ მაკგრეგორმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის 2025 წლის 11 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
მისი თქმით, ირლანდიის მთავარ პრობლემას დღეს უკანონო მიგრაცია წარმოადგენს. მაკგრეგორის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა იქნება. ის ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ პრობლემას ვერ აგვარებს. როგორც მაკგრეგორი წერს, ის დღეს ვერავის, გარდა საკუთარი თავისა ვერ ხედვას, ვინც ხელისუფლებას ამ საკითხში ოპონირებას გაუწევს.
აღსანიშნავია, რომ მაკგრეგორის პოსტს, სადაც ის ირლანდიის პრეზიდნეტობის სურვილზე საუბრობს, თან ერთვის შვილთან ერთად გადაღებული სურათი. ფოტოსურათზე მაკგრეგორს კეპი ახურავს წარწერით „გავხადოთ ირლანდია დიადი კვლავ“.
ცნობისთვის, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი რამდენიმე დღის წინ თეთრ სახლში იმყოფებოდა. მან აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართა შეხვედრა. ტრამპმა მას ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ირლანდიელი უწოდა.
