ზელენსკი დანიაში ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ანტონიო კოშტასთან შეხვედრებს გამართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში იმყოფება, სადაც დანიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ცერემონიას დაესწრება.

ზელენსკის დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი უმასპინძლებს.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას. საუბრის მთავარი თემა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება იქნება.

ფრედერიქსენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „უკრაინის ადგილი ევროკავშირშია“ და პირობა დადო, რომ დანია ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაეხმაროს.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დანია გახდა. კოპენჰაგენი ევროკაშირის საბჭოს თავმჯდომარე ექვსი თვის განმავლობაში იქნება.