TikTok-ი ამერიკისთვის ახალ აპლიკაციას ქმნის

ჩინური ტექნოლოგიური კომპანია ByteDance-ი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის TikTok-ის ანალოგ, ახალ აპლიკაციას ქმნის, რომელიც ამერიკელ ინვესტორებზე გაიყიდება და ქვეყანაში სწორედ ის გააგრძელებს ოპერირებას.

Reuters-ის ინფორმაციით, ძველი აპლიკაცია მომავალი წლის მარტამდე იქნება ხელმისაწვდომი, რომლის შემდეგ მისი გამოყენება აშშ-ში შეუძლებელი გახდება და მომხმარებლებს ახალ აპლიკაციაზე მოუწევთ გადასვლა.

ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს რაც შეეხება, მფლობელის და აპლიკაციის ცვლილების მიუხედავად, როგორც ცნობილია, TikTok-ის მომხმარებლები მონაცემებს, კონტენტს და გამომწერებს შეინარჩუნებენ, უბრალოდ მათ ახალ პლატფორმაზე მოუწევთ გადასვლა.

როგორც Reuters-ი იუწყება, ახალი აპლიკაციის შექმნა პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნა იყო, რომელსაც სურს, რომ ამერიკულმა მხარემ ისეთი პროდუქტი მიიღოს, რომელზედაც კონტროლი ჩინურ კომპანიას ვერ ექნება და მის კოდში არ იქნება ჩაშენებული თვალთვალის და შპიონაჟის მექანიზმები.