მთავარი
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
- Details
- By ani
- Hits: 46
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, დღეს დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსთან და ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერთან.
