საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 სექტემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7141, ევრო – 3.2007, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3.6638 ლარი ეღირება.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.7258, ევრო – 3.2099, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3.6796 ლარი ღირდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 24 სექტემბერს ამოქმედდება.