კურსკის ოლქში რუსეთის ძალები ცდილობდნენ უკრაინული პოზიციების უკან დახევას, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები გარკვეულ ხაზებს ინარჩუნებენ - ზელენსკი

კურსკის ოლქში რუსეთის ძალები ცდილობდნენ უკრაინული პოზიციების უკან დახევას, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები გარკვეულ ხაზებს ინარჩუნებენ, – ამის შესახებ თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ესაუბრა მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის, რომელთან ერთადაც ფრონტის ყველაზე მიმართულება და კურსკის ოპერაცია განიხილა.

„პოკროვსკის მიმართლება – ყოჩაღ თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ოფიცერს, რომელებიც უზრუნველყოფენ ჩვენი პოზიციების დაცვას. საერთო ჯამში, დონეცკის ოლქსა და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ძალიან რთული პირობებია, იქ მტრის ხისტი მოქმედებებია. თუმცა, ჩვენი დანაყოფების სიმტკიცეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სწორედ ჩვენს სიმტკიცეზეა ყველაფერი დამოკიდებული. რაც შეეხება კურსკის ოპერაციას, იყო რუსეთის მცდელობები, უკან დაეხიათ ჩვენი პოზიციები, თუმცა ვინარჩუნებთ გარკვეულ ხაზებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.