Category Blog
დღეს ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები იმართება
- Details
- By rusa
დღეს ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საპარლამენტო არჩევნები ლიეტუვაში შერეული სისტემით იმართება. 141-ადგილიან სეიმში 70 დეპუტატს პარტიული სიებიდან, დანარჩენს კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ.
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს, რომელსაც ამომრჩველთა დაახლოებით 18 პროცენტი უჭერს მხარს. პარტიის ლიდერი ევროპარლამენტარი ვილია ბლინკევიჩუტე იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.
კვლევების თანახმად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის ინგრიდა შიმონიტეს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „სამშობლოს კავშირი“ მესამე ადგილზეა 9%-იანი მხარდაჭერით. მას წინ უსწრებს პოპულისტური ნაციონალისტური პარტია, რომელსაც გამოკითხვებით, ამომრჩეველთა 12 პროცენტი ემხრობა.
