... ... საფეხბურთო მატჩის გამო, მეტრო და ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმუშავებს

საფეხბურთო მატჩის გამო, მეტრო და ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმუშავებს

თბილისის მერიის ცნობით, ალბანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს.

რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.

მოქალაქეებს ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N311, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397 მოემსახურებიან, გვიანობამდე იმუშავებს მეტროც.

უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა დღეს ქალაქ ტირანაში, თბილისის დროით, 22:45 საათზე გაიმართება.

YOU MAY LIKE