... ... "ტრამპმა დაგვიტოვა ყველაზე მძიმე უმუშევრობა, ჯანდაცვის ეპიდემია და შეტევა დემოკრატიაზე" - კამალა ჰარისი

"ტრამპმა დაგვიტოვა ყველაზე მძიმე უმუშევრობა, ჯანდაცვის ეპიდემია და შეტევა დემოკრატიაზე" - კამალა ჰარისი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი  მისი პრეზიდენტობის დროს ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენებაში დაადანაშაულა.

„ტრამპმა დაგვიტოვა ყველაზე მძიმე უმუშევრობა დიდი დეპრესიის შემდეგ, ყველაზე ცუდი ჯანდაცვის ეპიდემია საუკუნის განმავლობაში და ყველაზე ცუდი შეტევა ჩვენს დემოკრატიაზე სამოქალაქო ომის შემდეგ. რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ის, რომ მოვაგვარეთ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი არეულობა“, – განაცხადა კამალა ჰარისმა სატელევიზიო დებატების დროს.

საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა ეკონომიკურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და ინფლაციაზე ისაუბრა.

„გვქონდა საშინელი ეკონომიკა ინფლაციის გამო, რომელიც ანგრევს ქვეყნებს. გვაქვს ისეთი ინფლაცია, რომელიც ძალიან ცოტა ადამიანს თუ უნახავს აქამდე, ალბათ ყველაზე უარესი ჩვენი ერის ისტორიაში“, – აღნიშნა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა მიგრაციაზეც და აღნიშნა, რომ ეს საკითხი კატასტროფულია.

„მილიონობით ადამიანი შემოდის ჩვენს ქვეყანაში ციხეებიდან, ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, საგიჟეთიდან. ისინი იკავებენ სამუშაო ადგილებს, რომლებიც ახლა აფროამერიკელებსა და ლათინოამერიკელებს უკავიათ“, – განაცხადა ტრამპმა.