... ... ტრამპი-ჰარისის პირველი დებატების მაყურებელთა 67%-მა გამარჯვება ჰარისს მიაკუთვნა

ტრამპი-ჰარისის პირველი დებატების მაყურებელთა 67%-მა გამარჯვება ჰარისს მიაკუთვნა

ამომრჩევლებმა, რომლებმაც სამშაბათს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის და ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველ სატელევიზიო დებატებს უყურეს, CNN-ის და კვლევითი კომპანია SSRS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამარჯვებულად ჰარისი დაასახელეს - 63% - ჰარისი, 37% - ტრამპი. ცდომილება +/- 5,3%-ია.

დებატებამდე, იგივე ამომრჩევლის აზრი იმაზე, თუ რომელი კანდიდატი იქნებოდა უფრო ძლიერი, თანაბრად იყოფოდა - რესპონდენტების 50% მიიჩნევდა, რომ კამალა ჰარისი უფრო წარმატებული იქნებოდა, 50% კი ტრამპს ასახელებდა.

მანამდე, მიმდინარე წლის ივნისში, სანამ მოქმედი პრეზიდენტი ბაიდენი გადაწყვეტდა, რომ არჩევნებიდან კანდიდატურა მოეხსნა, დონალდ ტრამპისა და მისი დებატების დროს, გამოკითხულთა 67%-მა გამარჯვებულად ტრამპი დაასახელა, ბაიდენს კი მხარი 33%-მა დაუჭირა.

CNN-ის გამოკითხვა ტექსტური შეტყობინებით 605 დარეგისტრირებულ ამომრჩეველთან ჩატარდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ დებატებს უყურეს. რესპონდენტები დაკომპლექტებულნი იყვნენ დებატებამდე მონაწილეობის მისაღებად და შეირჩნენ SSRS Opinion Panel-ის წევრების გამოკითხვის გზით.

ტრამპს და ჰარისს მწვავე დებატები ჰქონდათ ABC News-ის ეთერში ინფლაციის, აბორტის, იმიგრაციისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ. ეს იყო რესპუბლიკელებისა და დემოკრატების კანდიდატების პირველი დებატი, არჩევნებამდე 8 კვირით ადრე.