... ... ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ დართავს ნებას უკრაინას, გერმანიის მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთში დარტყმებისთვის გამოიყენოს

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ დართავს ნებას უკრაინას, გერმანიის მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთში დარტყმებისთვის გამოიყენოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ დართავს ნებას უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა ქვეყნები ასეთ ნებართვას გასცემენ.

„ეს დარჩება ამგვარად. სწორედ ამიტომ მე დავრჩები ჩემს პოზიციაზე, სხვა ქვეყნებმა სხვაგვარადაც რომ გადაწყვიტონ. მე ამას არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ, ეს არის პრობლემა“, – განაცხადა კანცლერმა.

როგორც გერმანული გამოცემა Die Welt-ი წერს, შოლცმა ეს ბრანდერბურგის რეგიონში, ქალაქ პრენცლაუში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.