... ... ომი უკრაინაში სიძლიერით და სიბრძნით უნდა დასრულდეს - დონალდ ტრამპი

ომი უკრაინაში სიძლიერით და სიბრძნით უნდა დასრულდეს - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს სიძლიერით და სიბრძნით.  მან კვლავ აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ეს ომი არ დაიწყებოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ყოველწლიური ფორუმის მონაწილეებისადმი მოკლე ვიდეომიმართავში განაცხადა.

„53 დღეში ჩვენ არჩევნები გვაქვს. ეს არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის, მათ შორის ამ ომთან მიმართებაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც უკრაინული მედია წერს, დონალდ ტრამპმა თავისი ვიდეომიმართვა გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თხოვნით ჩაწერა.