... ... უსაფრთხოდ და კარგად ვარ! ვერაფერი შემაჩერებს! - დონალდ ტრამპი

უსაფრთხოდ და კარგად ვარ! ვერაფერი შემაჩერებს! - დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გოლფის კლუბთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ის უსაფრთხოდ და კარგადაა.

“ჩემს სიახლოვეს იყო სროლები. უსაფრთხოდ და კარგად ვარ! ვერაფერი შემაჩერებს. მე არასდროს დავნებდები! ყოველთვის მეყვარებით მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის სიახლოვეს სროლა იყო. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს.