... ... დაპირისპირება მშენებლობის გამო - ყაზბეგის 32 ნომერში ხმაურია

დაპირისპირება მშენებლობის გამო - ყაზბეგის 32 ნომერში ხმაურია

ხმაური და დაპირისპირება თბილისში, ყაზბეგის 32 ნომერში - ხალხი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ამბობენ, რომ კომპანია "სქაი რეზიდენსი " იქ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას იწყებს, თუმცა არც   ნებართვა და არც შესაბამისი დოკუმენტაცია არ აქვთ. 

კომპანიას ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შეჰყავს, რასაც დიდი პროტესტი მოყვა, ვითარება რამდენჯერმე იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.