... ... სასწავლო წელს 150-ზე მეტი სკოლა საკუთარ შენობაში ვერ დაიწყებს

სასწავლო წელს 150-ზე მეტი სკოლა საკუთარ შენობაში ვერ დაიწყებს

2024-2025 სასწავლო წელს ათეულობით სკოლა საკუთარ შენობაში ვერ დაიწყებს. ზოგიერთი სკოლა შენდება, ზოგში კი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. 

2024-2025 სასწავლო წელს ათეულობით სკოლა საკუთარ შენობაში ვერ დაიწყებს. ზოგიერთი სკოლა შენდება, ზოგში კი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

რამდენ ბავშვს მოუწევს სწავლის სხვა სკოლის შენობაში გაგრძელება, უცნობია - განათლების სამინისტრო დეპუტატ ანა ნაცვლიშვილისთვის მიწერილ ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, რომ ზუსტი რიცხვი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.

„მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შედეგად, ახალ სასწავლო წელს, დროებით ალტერნატიულ ფართში გადასულ მოსწავლეთა რაოდენობა და ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა დაზუსტდება 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებისათვის“, - დაწერა ოფიციალურ პასუხში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გელა გელაძემ.

2024 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით, 214 საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა მშენებლობა-სრული რეაბილიტაციის სამუშაოები. განათლების სამინისტროს გათვლებით, სამუშაოები ეტაპობრივად, სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება 40-მდე საჯარო სკოლაში.

„სასწავლო წელი დაიწყება ყველა საჯარო სკოლაში, სკოლის კუთვნილ შენობაში, ან ალტერნატიულ ფართში, რომელიც შერჩეულია მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვით“, - წერს მინისტრის მოვალების შემსრულებელი.

საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 2086 საჯარო სკოლაა, მათგან დაახლოებით 8%-ში სწავლა საკუთარ შენობაში ვერ იწყება.