... ... ასპინძაში მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა

ასპინძაში მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი დაშავდა, მეორე კი გარდაიცვალა - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 10 სექტემბერს მოხდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მეხის ჩამოვადნის დროს ორივე პიროვნება ტყეში იმყოფებოდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, ერთი ადამიანი უკვე დაღუპული დახვდა, მეორე კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.