ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს ზურაბ ზვიადაური
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 126
თბილისში, სავარაუდოდ 16 სექტემბერს დააკავეს ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური - მისი დაკავების შესახებ შსს-ს პრესსამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა უწყებაში რადიო თავისუფლებას დაკავების ფაქტს უდასტურებენ.
ზვიადაური სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.
ზვიადაური 2021 წელსაც იყო დაკავებული, განზრახ მკვლელობისთვის. მაშინ ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
"რადიო თავისუფლება"

No article in the selected categories