მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 39%-ს გადააჭარბა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 225
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 39%-ს უკვე გადააჭარბა. საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა. პრეზიდენტმა სანდუმ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და მოსახლეობას ქვეყნის გადარჩენისკენ მოუწოდა.
მაღალი აქტივობისკენ მოუწოდა მოლდოვის მცხოვრებლებს ოპოზიციის ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმაც, რომელმაც ხვალისთვის პარლამენტის წინ აქცია დააანონსა. მან განაცხადა, რომ ხელისუფლება რუმინული სცენარის გამეორებას და არჩევნების შედეგების გაუქმებას შეეცდება.
არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ გააკეთა განცხადება ოპოზიციური პარტია „მოლდოვის გულის“ ლიდერმა ირინა ვლაჰიმ. ხელისუფლება მან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში დაადანაშაულა.
მოლდოვური მედია იტყობინება იტალიის, რუმინეთისა და ესპანეთის საარჩევნო უბნებზე ბომბის არსებობაზე პოლიციაში შესული ზარების შესახებაც. მოლდოვის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კი ამომრჩევლის მიერ ცრემლსადენი გაზის გაშვების ინციდენტი დაფიქსირდა.

No article in the selected categories