სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსები უარს ამბობენ უკრაინელებთან ორმხრივ შეხვედრაში მონაწილეობასა და ნებისმიერ სამმხრივ შეხვედრაზე - ჯეი დი ვენსი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 264
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთი უარს ამბობს როგორც უკრაინასთან ორმხრივ შეხვედრებზე, ისე სამმხრივ მოლაპარაკებებზე ამერიკელების მონაწილეობით.
„ჩვენ კვლავ მშვიდობის ერთგული ვრჩებით, მაგრამ ამისთვის საჭიროა ორივე მხარის სურვილი. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსები უარს ამბობენ ნებისმიერ ორმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე უკრაინელებთან. ისინი უარს ამბობენ ნებისმიერ სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე, სადაც პრეზიდენტი ან ადმინისტრაციის სხვა წევრები შეიძლებოდა დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან რუსებთან და უკრაინელებთან ერთად“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, „გამოიღვიძონ და მიიღონ რეალობა“, რომელშიც ისინი ბევრ ადამიანს კარგავენ.
„კიდევ რამდენი ადამიანის მოკვლას აპირებენ ისინი ძალიან მცირე, ან საერთოდ რაიმე სამხედრო უპირატესობის სანაცვლოდ? ვიმედოვნებ, რომ პასუხი არც ისე ბევრია, მაგრამ, უდავოდ, ჩვენი პოზიცია ისაა, რომ განვაგრძობთ მუშაობას მშვიდობისთვის და ვიმედოვნებთ, რუსები საბოლოოდ გამოფხიზლდებიან, დაინახავენ ადგილზე არსებულ რეალობას“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

No article in the selected categories