ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი კომფორტული სერვისების მიწოდებით - კობახიძე

ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი მაქსიმალურად კომფორტული სერვისების მიწოდებით. იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გლდანის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით,  გლდანელები 500-ზე მეტ სერვისს  მიიღებენ უშუალოდ თავიანთ უბანში.

„მე მინდა მოგილოცოთ ყველას, განსაკუთრებით გლდანელებს, იუსტიციის სახლის გახსნა. ამიერიდან, 500-ზე მეტ სერვისს გლდანელები მიიღებენ უშუალოდ მათ უბანში და ეს იქნება უზრუნველყოფილი კომფორტულ გარემოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ უბნის მცხოვრებლებისათვის. ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი მაქსიმალურად კომფორტული სერვისების მიწოდებით. იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით – მოქალაქეზე ორიენტირებული მომსახურებით. გლდანის ეს ფილიალი იუსტიციის სახლების სისტემის ნაწილია, რომელიც დღეს ქვეყნის მასშტაბით, უკვე 125 მისამართზე, ყოველდღიურად 20 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ ეს პროექტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს

„კონკრეტულად გლდანის იუსტიციის სახლში ასამდე ჩვენი თანამოქალაქე იქნება დასაქმებული. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროექტები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და გლდანის იუსტიციის სახლიც არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით. ჩვენ ამით არ ვჩერდებით. გრძელდება იუსტიციის სახლების ქსელის შემდგომი გაფართოება, ვიდრე არ დაიფარება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი. ასევე თბილისში უნდა გაფართოვდეს ეს ქსელი. ძალიან მალე დაიწყება დიღომში იუსტიციის სახლის მშენებლობა. ამ მიმართულებით მთავრობა მომავალშიც არ დაიშურეს ძალისხმევას. მინდა მადლობა გადავუხადო და მივულოცო პირადად მინისტრს, ბატონ პაატა სალიას და მის გუნდს, სამინისტროს, იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება ჩავღრმავებოდით კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდებოდა. დავინტერესდით ხარჯეფექტიანობით და ხარისხით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სადაც აღმოჩნდა პრობლემები, იქ გაჩნდა შესაბამისი საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის.

„არის მთელი რიგი პროექტები, სადაც აღმოჩენილია ხარვეზები, ხარჯეფექტიანობის კუთხით და ხარისხთან დაკავშირებით  არის კითხვები. ჩვენი მიზანია უკლებლივ ყველა პროექტი განხორციელდეს მინიმალური ხარჯებით და მაქსიმალური ხარისხით. სადაც არის კითხვები, ყველგან გაგრძელდება გამოძიება. ეს არის ჩვენს ინტერესებში, საზოგადოების ინტერესებში. ყველგან ვიქნებით უკომპრომისო, სადაც ჩვენ დავინახავთ, რომ არის ხარვეზები პროექტების აღსრულებაში“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, ამაში შედის, მათ შორის შესაბამისი საქმეების გამოძიება.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ ცვლილებები შევიტანეთ მთავრობის საქმიანობაში, სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაში, ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს, რომ გამოვიძიოთ ყველა შესაძლო სამართალდარღვევა. ყველა მიმართულებით გაგრძელდება აქტიური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენი ამბიციური მიზანი მინდა, შეგახსენოთ გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა მე ასე მგონია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.