4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა.

შსს-ს განცხადებით, კიდევ ერთი პირი გ.ქ. დააკავეს, შედეგად, პოლიციის მიერ ჯამში დაკავებულია 46 პირი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უწყვეტ რეჟიმში ატარებენ შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს, იმ პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს, თბილისში ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კიდევ ერთი პირი - გ.ქ. დააკავეს. პოლიციის მიერ ჯამში დაკავებულია 46 პირი.სამართალდამცველები აგრძელებენ მოპოვებული მტკიცებულებების კომპლექსურ შესწავლას, რათა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს", - წერია შსს-ის განცხადებაში.