4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 17 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, აქედან სამს დაუსწრებლად.
უწყების მტკიცებით, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ.
დაკავებულებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
“საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისფაქტებზე ბრალდება კიდევ 17 პირს წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებითმიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ამირან დოლიშვილმა, გიორგი ქორქიამ, ზაქრო ალბუთაშვილმა, ირაკლი ჩხვირკიამ, ანტონ უპერმა, ანტონ ვარდანიძემ, გიორგი მულაძემ, ხვიჩა გოგოხიამ, გიორგი ჩახუნაშვილმა, რამაზ მამულაძემ, გენადი კუპრეიშვილმა, ალექსანდრეჩილაჩავამ, სულხან ტუღუშმა, ლევან ჯიქიამ და ლაშა ივანაძემ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურიძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიულიობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანესსაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობისდაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინისკონსტრუქციებსა და სხვადასხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავდროულად, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებული კიდევ ორი პირი - იადარახველიძე და ავთანდილ სურმანიძე სხვა პირებთან ერთად სამართალდამცველებისწინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მათ მიმართ ახორციელებდნენ აქტიურ ძალადობრივმოქმედებებს, გამოხატავდნენ აგრესიას და მათი მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვანივთებს, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 8, 9 და 10 ოქტომბერს დააკავეს.
ამირან დოლიშვილს, გიორგი ქორქიას, ზაქრო ალბუთაშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, ანტონ უპერს(დაუსწრებლად), ანტონ ვარდანიძეს (დაუსწრებლად), გიორგი მულაძეს, ხვიჩა გოგოხიას, გიორგიჩახუნაშვილს, რამაზ მამულაძეს, გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, სულხანტუღუშს, ლევან ჯიქიასა და ლაშა ივანაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებულიმნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლისმეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ დაზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ია დარახველიძესა და ავთანდილ სურმანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ 14 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობისგამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა, ორი ბრალდებულის მიმართპატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რაცშეეხება ბრალდებულ გიორგი ჩახუნაშვილს სხვადასხვა ობიექტური გარემოებებისგათვალისწინებით, პროკურატურამ სასამართლოს მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიებისსახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვებრალდებულები არიან და პატიმრობაში იმყოფებიან ზემოთ აღწერილი დანაშაულებრივიქმედების უშუალო ორგანიზატორები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. ამავდროულად 2025 წლის 4 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზედამატებით ბრალდებულია სხვა 26 პირი, რომელთაც ასევე შეფარდებული აქვთ პატიმრობა, - თქვა ბრიფინგზე.