სოციალური ჭრის ნაწილში მოსახლეობას სათბობი შეშის ტყეში მოპოვება 2027 წლის პირველ იანვრამდე შეეძლება.
შესაბამისი ცვლილებები „ტყის კოდექსში“ შედის, რომლის მიხედვითაც, მსგავსი უფლება 2026 წლის პირველ იანვრამდე იყო განსაზღვრული.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა დასაშვები იქნება 2027 წლის პირველ იანვრამდე.
