აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტი მარტში უნდა აერჩიათ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია თანამდებობიდან გუშინ გადადგა. თანამდებობა დატოვა ე.წ. პრემიერმა ალექსანდრ ანქვაბმაც.

ე.წ. არჩევნებზე კანდიდატურის დაყენებას ასლან ბჟანიაც აპირებს.