დიპლომატები პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესებს პირადად ესწრებიან - ევროკავშირის, ესტონეთის, დანიის, ნიოდერლანდების და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები სასტიკად ნაცემი აქტივისტის, დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესზე მივიდნენ. დიპლომატები უკვე სხდომათა დარბაზში არიან. პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.
დათო გოგილაშვილი 30 ნოემბერს რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი ისტორია უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო. Amnesty International-ი საკუთარ ანგარიშში წერს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მხოლოდ იმის გამო დააკავეს და ცემეს, რომ მაღაზიაში პური იყიდა და სახლში ბრუნდებოდა. გოგილაშვილი ნიღბიანებმა შავ კორიდორში გაატარა და მასზე წიხლებით იძალადეს, თუმცა ძალადობიდან ამ დრომდე ნაცემი მოქალაქისთვის დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიუნიჭებიათ.
მე წინააღმდეგობა არ გამიწევია, სრულიად უსამართლოდ დამაკავეს. უსამართლდო დაკავებულს კიდევ უსამართლოდ მომაყენეს დაზიანებები, თან ისე, რომ ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. მვიიღე ტვინის შერყევა, ასევე გამიტეხეს ცხვირი. იზოლატორში ექიმმა არ მიმიღო. 9 საათი მალოდინეს იმისთის, რომ იზოლატროში შევეყვანე. 9 საათის შემდეგ, ექიმმა რომ მნახა, შანსი არაა, ეს საავადმყოფოში უნდა გავშვაო. ეს უკვე წამება იყო ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მარტო ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა, დაშნება იყო, წამება იყო, ჩემს შეშინებას ცდილობდნენ, მედავებიან პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას", - ამბობს სასამართლოში მისული გოგილაშვილი.