ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, სასტიკ რეპრესიებში მონაწილე ყველა მოსამართლე და პროკურორი სანქციებით უნდა დაისაჯოს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი წერს.
მისი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის წინსვლის ერთადერთი გზა.
„ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს! ამ სასტიკ რეპრესიებში მონაწილე ყველა მოსამართლე და პროკურორი უნდა დაისაჯოს სანქციებით! თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის წინსვლის ერთადერთი გზა“, – დაწერა ჯო უილსონმა „იქსზე“, ასევე, დაკავებულების, მოსამართლეებისა და პროკურორების სია გაავრცელა.