უწყვეტი პროევროპული აქცია/მარშები გრძელდება. მოქალაქეები დედაქალაქსა და რეგიონებში აქცია/მარშებს გეგმავენ და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. აქციების 85-ე დღეს, დემონსტრანტები ხელახალი არჩევნების ვადამდელ ჩანიშვნას და აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვენ.
20 თებერვლის პროტესტების განრიგი:
თბილისი:
13:00 საათი, საპროტესტო აქცია რეჟიმის წინააღმდეგ - დღის მოძრაობა!
მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტი
19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან პროპაგანდის წინააღმდეგ!
საზოგადოებრივ მაუწყებელთან
19:00 საათი, არა უსა(სა)მართლობას!
უზენაესი სასამართლოს წინ
20:00 საათი, პროფესიების პროტესტი: ხუთშაბათი - განათლების სექტორი
რუსთაველის გამზირი
ქუთაისი:
19:00 საათი, უწყვეტი პროტესტი ქუთაისში -კი ევროპას, არა რუსეთს!
მერიის წინ
ბათუმი:
19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 85-ე დღე
საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი:
18:00 საათი, წინააღმდეგობის 85-ე დღე!
სამხარეო ადმინისტრაცია
თელავი:
18:00 საათი, საპროტესტო აქცია!
მერია
გორი:
17:00 საათი, საპროტესტო აქცია!
საკრებულო
ახმეტა:
17:00 საათი, არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე! პროტესტის 85-ე დღე!
მერია
ახალციხე:
18:00 საათი, არა რუსულ რეჟიმს!
შოთა რუსთაველის ძეგლთან
ჩხოროწყუ:
20:00, გაბედე პროტესტი ყოველდღე!
მერია