მომავალი წლის ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება განახლებული მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს შორის, რომელშიც 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) წილისყრის წინ მონაწილეები ოთხ კალათში გაანაწილა:
I კალათა – რეალი, მანჩესტერ სიტი, ბაიერნი, პსჟ, ფლამენგო, ფლუმინენსე, პალმეირასი, რივერ პლეიტი;
II კალათა – ჩელსი, დორტმუნდი, ინტერი, იუვენტუსი, პორტუ, ატლეტიკო, ბენფიკა, ზალცბურგი;
III კალათა – ალ-ჰილალი, ულსანი, ალ-აჰლი, ვიდად კასაბლანკა, მონტერეი, ლეონი, ბოკა ხუნიორსი, ბოტაფოგო;
IV კალათა – ურავა რედსი, ალ-აინი, ესპერანსი, მამელოდი სანდაუნსი, პაჩუკა, სიეტლ საუნდერსი, ოკლენდ სიტი, ინტერ მაიამი.
კლუბებს შორის მსოფლიოს 2025 ჩემპიონატის წილისყრა 5 დეკემბერს გაიმართება.