მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს, – ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა.

უაითის თქმით, რუსეთის სახელით გამომსვლელი მებრძოლისა და დვალიშვილის ბრძოლა 18 იანვარს (საქართველოს დროით 19 იანვარს) ინგლევუდში, კალიფორნიაში შედგება.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი მიმდინარე წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მიიღო. მას MMA-ში 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 18-ში გაიმარჯვა.

რაც შეეხება 28 წლის უმარ ნურმაგომედოვს, მან შერეულ ორთაბრძოლებში 18 შეხევდრა გამართა და ყველა მოიგო. ის ამჟამად UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მეორე ადგილზეა.