საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ევრო 2025-ის ელიტრაუნდში ცნობილია. წილისყრის შედეგად გაირკვა 7 ჯგუფის შემადგენლობა, ხოლო მათი გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ. მასპინძელი რუმინეთი შეჯიბრებაზე უკვე დაშვებულია.
საქართველოს ნაკრებმა მე-9 შესარჩევ ჯგუფში ნორვეგიასთან, შვედეთსა და ესტონეთთან დაპირისპირებაში მეორე ადგილი დაიკავა და მე-4 კალათაში იყო განთესილი. ელიტრაუნდში ჩვენი გუნდი მე-2 ჯგუფში, პოლონეთთან, სლოვაკეთსა და მონტენეგროსთან ერთად მოხვდა.
მინიტურნირის მასპინძელი ქვეყანა მოგვიანებით გაირკვევა. თუმცა ცნობილია ჩვენი გუნდის თამაშების განრიგი.
19 მარტი, საქართველო – პოლონეთი
22 მარტი, საქართველო – სლოვაკეთი
25 მარტი, საქართველო – მონტენეგრო
ელიტრაუნდის ჯგუფები:
ჯგუფი 1: დანია, ავსტრია, უნგრეთი, ისლანდია
ჯგუფი 2: პოლონეთი, სლოვაკეთი, მონტენეგრო, საქართველო
ჯგუფი 3: ნიდერლანდები, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია
ჯგუფი 4: ნორვეგია, სერბეთი, ისრაელი, ბელგია
ჯგუფი 5: იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი (მოქმედი გამარჯვებული), ლატვია
ჯგუფი 6: გერმანია, ირლანდიის რესპუბლიკა, ფინეთი, სლოვენია
ჯგუფი 7: პორტუგალია, ინგლისი, უელსი, თურქეთი
ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე ფეხბურთელთა შორის 2025 წლის 13 ივნისს დაიწყება და 26 ივნისს დასრულდება.