... ... hotnews.ge - ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად დღეს მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად დღეს მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს მცხეთაში მცხეთა-მთიანეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და შიდა ქართლის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

YOU MAY LIKE