... ... hotnews.ge - დედაქალაქი

თბილისის მერია ბიზნესსექტორს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს

თბილისის მერიამ პირველი აპრილიდან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის პერსონალური კონსულტანტის მომსახურების სერვისი აამოქმედა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ელექტრონულ პორტალზე consultant.tbilisi.gov.ge რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.

„თბილისის მერია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს. სერვისი ამოქმედდა მიმდინარე წლის პირვეელი აპრილიდან და რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე consultant.tbilisi.gov.ge. აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ მიერ რეგისტრირებულ განაცხადში წარმოდგენილ ერთ ან მეტ მიწის ნაკვეთზე ან კონკრეტულ არეალზე მიიღონ ნებისმიერი მათთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ქალაქთმშენებლობით წარმოებას, დოკუმენტის განმარტებას, სამშენებლო ნებართვასა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე კონსულტაციას.

პერსონალური კონსულტანტის მომსახურება შესაძლებელი იქნება წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. განაცხადის რეგისტრაციისთანავე გამოიყოფა კონკრეტული კონსულტანტი, რომელიც დაუკავშირდება ბიზნესსექტორის წარმომადგენელს და ინდივიდუალური, სატელეფონო კონსულტაციის რეჟიმში მოემსახურება მას. თანამშრომელი შეისწავლის არეალს, უპასუხებს დამკვეთის შეკითხვებს, განუმარტავს დოკუმენტაციას და მისცემს შესაბამის მიმართულებას წარმოების შედეგიანად მიმდინარეობისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მომსახურება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუქმნის ნიადაგს წარმოების სწორად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის, რაც საბოლოოდ შეამცირებს წარმოების დროს.

„თითოეულ განაცხადზე მომსახურების გაწევის მინიმალური ვადაა სამი თვე. რაც შეეხება მომსახურების საფასურს, ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისთვის სამ თვეზე 6 000 ლარია, რაც თვეში შეადგენს 2 000 ლარს; ერთიდან ხუთ ჰა-მდე მიწის ნაკვეთისთვის შეადგენს 12 000 ლარს; იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატება ხუთ ჰა-ს, მომსახურების საფასური შეადგენს 30 000 ლარს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, პირადი კონსულტანტები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინდივიდუალურ რეჟიმში მოემსახურებიან შემდეგი მიმართულებებით: ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავებისა და დამტკიცებისათვის ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ადმინისტრაციულ ორგანოებში, კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოებისთვის კოორდინაციის პროცესში ხელშეწყობა; შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შენიშვნის/ხარვეზის/მოთხოვნის განმარტება.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი სერვისია, რომელიც ადამიანებს გაუადვილებს მშენებლობის ნებართვის მიღებას, სხვადასხვა დოკუმენტთან ან არეალთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას და ა.შ. ამისთვის თანამშრომლები სპეციალურად გადავამზადეთ, გაიარეს სტაჟირება. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს იმისთვის, რომ თითოეული კონსულტანტი ყველანაირად კვალიფიციური იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სამგორის გამგებელი კოლეჯ "სპექტრს" ესტუმრა

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძე, რაიონის მაჟორიტარი რეზი სოხაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ქეთი ჩარკვიანი საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ ესტუმრნენ. 
სტუმრები გაეცნენ კოლეჯის სასწავლო პროცესს, პროგრამებსა და ინფრასტრუქტურას. ასევე, სიახლეების გაცნობის მიზნით დაიგეგმა ერთობლივი შეხვედრა სამგორის რაიონის ახალგაზრდობასთან. 
➡️აღნიშნული კოლეჯი სამშენებლო მიმართულების 24 პროგრამას ახორციელებს. 2024 წლის გაზაფხულზე გამოცხადდება მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

სამგორის რაიონში, იოსებ ალავერდელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დასრულდა

სამგორის რაიონში, იოსებ ალავერდელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დასრულდა. 
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 3 555 კვ.მ-ის მოცულობის ფართობზე დაიგო, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 500 000 ლარი გამოიყო. 
სამუშაოებს სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს - მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს GWP ავრცელებს.

  • გლდანის რაიონში - დავით სარაჯიშვილის ქ. N18ა-სთან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:15-დან 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: სარაჯიშვილის 45-119, 20-118, რიონი თავის შესახვევებით, მიხაკო წერეთელი, ფოცხიშვილი, ანდრონიკაშვილის 1 შესახვავი, ბარბარე ერისთავ ჯორჯაძე.
     
  • ნაძალადევის რაიონში - ზღვის უბანი, 3 მკ-რ 4 კვ. N59-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 30/03 17:00-დან 31/03 04:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ზღვის უბნის მე-3 მკ-რ, მე-3 კვარტლის 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 52, ზღვის უბნის მე-3 მკ-რ, მე-4 კვარტლის 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60 და 63 კორპუსებს.

    წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 31/03/2024 12:00-მდე

  • ისნის რაიონში - კონსტანტინე ამირაჯიბის ქ. N51-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:40-დან 12:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: მეტრომშენის დასახლებაში-ტვიშის, ხომერიკის(მიქელაძე), მესხეთის, კაკაბეთის, ტოლენჯის, წალენჯიხის, ყვარლის, რატილის, კალანდაძის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, 13 იანვრის, შერვაშიძის, აფანასიევის, ონიანისა, გეზათის, რომან გვენცაძის, ბათლომეო ხუციშვილის ქუჩებს და ბუშის 5 ჩიხს.

  • საბურთალოს რაიონში - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. N 22-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:50-დან 14:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ფანასკერტელ-ციციშვილის ქ N 9, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 22 კორპუსებს. 

  • ნაძალადევის რაიონში - ჩარგლის და ლიახვის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 30/03 14:00-დან 31/03 02:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: რამაზ შენგელიას ქუჩის N 9 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  29/03 11:00-დან 30/03 08:00-საათამდე წყალმომრაგება შეუწყდება: გმირ კურსანტთა ქუჩა (სრულად), ვეკუას N10, N17, ხიზაბავრის N5. გურამიშვილის გამზ. N15ბ, 31, 25, 27,29, თიანეთის ქუჩის  N97-N137 (კენტებს), N84-N104 (ლუწებს), ჩარგლის N1-N71 (კენტებს), N2-N56 (ლუწებს), N79, სანზონის N2,3,4,5,9,10,11,15,18,19,20,21,28, გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის, ჟინვალის, კურნატოვის, სართანიას, ზიგზაგის, ჭოპორტის, ღოღობერიძის ღრმაღელის, ქსოვრელის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, ზედაზნის, რიონჰესის, მეუნარგიას, ზაზიშვილის, წრომის, ქებურიას, გლინკას, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გულრიფშის, ვეშაპურის, ბაჟანიშვილის, ბოგვის, რატევანის, შენგელაიას, ნაგომარის, მუხრანის, თამარაშვილის (ყოფილი მესხიშვილის),  ხუდადოვის N56, ტოროშელიძე, გვაზაური, სადმელი, ლიახვის N 44, სააკაძის,  ნიკო მარის ქუჩებს, ხინკლის სახლს, წაღვერის ქუჩა, ც.დადიანის N7 (ყველა 7 ნომერს),N255, N 305-323, ბენდელიანის N 1-40 (ყველას), გურგენიძის N 18, ჭყონდიდელის N 26-40.

    წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 31/03/2024 09:00-მდე.

წერეთლის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობის სქემა შეიცვალა

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, აკაკი წერეთლის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდებარედ, მოძრაობის სქემა შეიცვალა. 

მათიევე ცნობით, შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან გადაადგილება შესაძლებელი იყო წერეთლის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქსნის ქუჩის მიმართულებით.

გარდა ამისა, რეაბილიტაციის შემდეგ წერეთლის გამზირიდან მარცხნივ მოხვევა აიკრძალა და მოძრაობა დასაშვებია ტრანსპორტის ქუჩისკენ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხვედრა კი ნებადართულია შალიკაშვილის სახელობის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან მარცხნივ მოხვევით, ნონა გაფრინდაშვილისა და ფეიქართა ქუჩების მიმართულებით.

სამგორის გამგებელი 156-ე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ბექა მაყაშვილი ამჯერად 156-ე საჯარო სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებსა და დირექტორს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში მოზარდებისთვის საინტერესო და პრობლემატური საკითხები განიხილეს.

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 8 წუთამდე, N370-ზე – 15 წუთამდე, N381-ზე – 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე – 10 წუთამდე.

„აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18- მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც მანამდე N301, N302, N308-სა და N314-ზე მოძრაობდნენ. 24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან დაიწყო და 6 აპრილს დასრულდება.“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

 

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს - მისამართები და აღდგენის დრო

GWP-ის ცნობით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. კომპანია მისამართებსა და აღდგენის დროს ავრცელებს.

  • მთაწმინდის რაიონში, 29/03 00:15-დან 29/03 13:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: რ. ლაღიძის ქუჩას, თაბუკაშვილსი N30-N48 (ლუწები) N25-N53 (კენტები), ქუთათელაძე, მესხია, რუსთაველის გამზირსი N25.

  • სამგორის რაიონში, 28/03 23:00-დან 29/03 11:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ლილოს დასახლება 1, 2 მკ/რ რაიონებს, 1 კვარტალს, მე-2 კვარტლის N 1- 8 კორპუსებს, მე-4 და მე-5 კვარტალს, ჭირნახულის ქუჩას, სტურუას ქუჩას, მეფრინველეობის ქუჩას, აფხაზავას ქუჩას, ნამორაძის ქუჩას, სოფ.დიდი ლილო, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), არსენ მეკოკიშვილის, საქნავთის დასახლებას, სადგური ლილოს დასახლება, ლოჭინოს დასახლებას, სოფელ გამარჯვებას, ლუდსახარშ „კასტელ ჯორჯიას“, სოფ. წინუბანს, ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობას, თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგს“(კუპრაძის ქუჩა) და მის მიმდებარე დასახლებებს, ორხევის დასახლებას და თეთრიხევის დას.

  • ნაძალადევის რაიონში, 28/03 20:30-დან 29/03 09:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ჟველაურის ქუჩას.

  • კრწანისის რაიონში, სოღანლუღის სატუმბო სადგურს შეუწყდა ელ.ენერგიის მიწოდება. აღდგენის დროს შეგატყობინებთ მოგივანებით. წყალმომარაგება შეუწყდა: გიგანტის დასახლებას, სოფ. კრწანისს, იარუჯას სამხედრო ნაწილს და სოფლის ნობათს.

  • მთაწმინდის რაიონში, წავკისის სატუმბო სადგურს შეუწყდა ელ.ენერგიის მიწოდება, აღდგენის დროს შეგატყობინებთ მოგვიანებით. წყალმომრაგება შეწყვეტილი აქვს: დაბა კოჯორს, დაბა კიკეთს, სოფელ ბეთანიას, კვესეთს და სამადლოს.

სამგორის გამგებელი 216-ე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ბექა მაყაშვილი 216-ე საჯარო სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და დირექტორს შეხვდნენ.
შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში მოზარდებისთვის საინტერესო და პრობლემატური საკითხები განიხილეს.

სამგორის გამგეობამ, ვარკეთილი 3-ის, IV მ/რ-ში წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა

სამგორის რაიონის გამგეობამ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილი 3-ის, IV მ/რ-ში, კორპუსი N425-ის მიმდებარედ წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
რეაბილიტირდა 12 ჭა და მოეწყო დაახლოებით 300 გრძივი მეტრი მოცულობის წყალარინების ქსელი.
სამუშაოების შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 98 580 ლარი გამოიყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე კახა ბოლქვაძე გაეცნო.

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კოჯრის, სოფელი ტაბახმელას და სოფელი წავკისის მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის, ილორის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, ცაბაძის და ლებანიძის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3  II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მაისურაძის, თრიალეთის, ხომლელის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.  

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

უსაფრთხოების მიზნით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრება იწყება.

თბილისის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოებს, რომელიც 28 მარტიდან დაიწყება და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის მიხედვით, კლდის გაწმენდის სამუშაოები ჩატარდება და ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე მოეწყობა.

„პროექტის ფარგლებში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 00:00-დან 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს, რა დროსაც ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება დღის საათებს, ტერიტორიაზე დაწესდება ნაწილობრივი შეზღუდვა და მძღოლები მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილდებიან“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.