... ... hotnews.ge - ყვითელი News

ტეილორ სვიფტმა Billboard-ის მორიგი რეკორდი დაამყარა

ტეილორ სვიფტი ისტორიაში პირველი მომღერალი გახდა, რომლის სიმღერებიც Billboard Hot 100-ის ტოპ 14 ადგილს ერთდროულად იკავებს.

ყველა კომპოზიცია შემსრულებლის ახალი ალბომიდან The Tortured Poets Department არის. ჩარტში პირველ ადგილს პოსტ მელოუნთან კოლაბორაცია Fortnight იკავებს.

ემინემმა ახალი ალბომი დააანონსა

ამერიკელმა რეპერმა ემინემმა თავისი მეთორმეტე სტუდიური ალბომის გამოშვება დააანონსა. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჩანაწერი სახელწოდებით The Death of Slim Shady (Coup de Grace) 2024 წლის ზაფხულში გამოვა. ალბომის თრეილერის მიხედვით, ის ემინემის მუსიკალური ალტერ-ეგოს, სლიმ შეიდის სიკვდილზე მოგვითხრობს.

თრეილერში მონაწილეობა 50 Cent-მაც მიიღო, რგოლის ფინალში კი თვითონ ემინემი ამბობს: „ვიცოდი, რომ სლიმის სიკვდილი მხოლოდ დროის საკითხი იყო“.

ემინემის ბოლო ალბომი Music to Be Murdered By 2020 წელს გამოვიდა და Billboard 200-ის სათავეში მოხვდა.

ჟერარ დეპარდიე სექსუალური ძალადობის საქმეზე ოქტომბერში სასამართლოს წინაშე წარდგება

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ოქტომბერში სასამართლოს წინაშე წარდგება. მას ბრალი ედება 2021 წელს ფილმის გადაღების პერიოდში ორი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში. ამ ინფორმაციას პარიზის პროკურატურა ავრცელებს.

დეპარტიე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მსახიობი, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი ბრალდების გამო მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. დეპარდიე ბრალდებებს გამუდმებით უარყოფს. ერთ-ერთმა მისმა ადვოკატმა თქვა, რომ მას პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში კითხავდა, მაგრამ ბრალი არ წარუდგენიათ. 

პროკურატურა აცხადებს, რომ მსახიობის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეა აღძრული, რომელიც სავარაუდოდ 2018 წლის აგვისტოში მოხდა. ამ შემთხვევაში საუბარია გაუპატიურებაზე. მოსამართლემ ამ საქმის განხილვები საზოგადოებისთვის დახურულად გამოაცხადა და პარიზის პროკურატურას გადასცა. გამოცემა "როიტერი" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დეპარდიეს 2014 წელს გადასაღებ მოედანზე არასასურველ სექსუალურ შეხებაშიც ადანაშაულებენ.

დეპარდიეს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებებია. ფრანგების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს საქმე მნიშვნელოვანი სიმბოლოა იმისა, რომ ქვეყანა ვერ ახერხებს გავლენიანი კაცების მხრიდან სექსუალური ძალადობისა თუ შევიწროების აღკვეთას. საზოგადოების მეორე ნაწილი კი, მათ შორის პრეზიდენტი მაკრონიც, დეპარდიეს დასაცავ განცხადებებს აკეთებენ. "ის დიდებული მსახიობია, მისი ხელოვნება გენიალურია. საფრანგეთი მისით ამაყობს", - თქვა მაკრონმა გასული წლის ბოლოს.

კრისტინა აგილერა კონცერტზე ქართველი დიზაინერის წითელი ტყავის პალტოთი გამოჩნდა

 მომღერალი კრისტინა აგილერა, ჩილეში გამართულ კონცერტზე ქართველი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის ულამაზესი წითელი ტყავის პალტოთი გამოჩნდა.

ინფორმაციას და ფოტოებს კონცერტიდან დიზაინერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ქალმა გარდაცვლილი ბიძა ბანკში მიიყვანა, რომ მის სახელზე სესხი აეღო

ბრაზილიელმა ქალმა გარდაცვლილი ბიძა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლით მიიყვანა ბანკის ფილიალში, რათა ცოცხალ ნათესავად გაესაღებინა და მის სახელზე და სესხი აეღო. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა O GLOBO წერს.

ქალი, სახელად ერიკა დე სოუზა ვიეირა ნუნესი, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ ბანკში მივიდა და ითხოვა სესხი ბიძის, 68 წლის პაულო რობერტო ბრაგას სახელზე.

მან 17 ათასი ბრაზილიური რეალი მოითხოვა. საუბრისას ბანკის თანამშრომლებმა პოტენციური კლიენტების ქცევაში უცნაური მომენტები შეამჩნიეს - ბიძა სრულიად ფერმკრთალი იყო და კარგად არ გამოიყურებოდა, ხელები და თავი გამუდმებით უვარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დისშვილი გულმოდგინედ წარმოაჩენდა, რომ მამაკაცთან ურთიერთობდა.

კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ქალს ახლობელს თავი უჭირავს და ეკითხება, უსმენს თუ არა, ასევე „უხსნის“ სად უნდა მოაწეროს ხელი, რათა ყველა დამსწრე ზედმეტი პრობლემებისგან იხსნას. ბოლოს, ბიძამისის მოუხელთებლობით გაღიზიანებული, თვითონ აიღებს კალამს და მის ნაცვლად ცდილობს ხელშეკრულების გაფორმებას, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

შედეგად, ფინანსური ინსტიტუტის თანამშრომლებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ექიმებმა დაადასტურეს მამაკაცის გარდაცვალება, რომელიც ბანკში მისვლამდე მოხდა. ნუნეზი მაშინვე დააკავეს. ადგილობრივი სამართალდამცველები ბრაჰეს გარდაცვალების ზუსტ დროს ადგენენ.

რა უნდა ეწეროს სუნამოს, რომ მისი სურნელი დიდხანს გაგყვეთ

თავდაჯერებულობა იზრდება, როცა იცი, რომ სასიამოვნო სურნელი გაქვს. სწორედ ამიტომ, როდესაც თქვენ ეძებთ საუკეთესო სუნამოს, გსურთ იპოვოთ ის, რომელიც დასამახსოვრებელია და უფრო დიდხანს გაგყვებათ.

გრძელვადიანი სუნამოები ყველაზე ძვირი და ძნელად მოსაპოვებელია. არსებობს მრავალი განსხვავებული სუნამო, ბევრი განსხვავებული სურნელით. ზოგს ურჩევნია ხილის სურნელი, ზოგს კი რაღაც მძიმე... ჩვეულებრივ, კარგი სუნამო უნდა გაგრძელდეს 4-დან 6 საათამდე. რამდენ ხანს გრძელდება სუნამო, ეს დამოკიდებულია მის ტიპზე და იმაზე, თუ როგორ იყენებთ მას.

ყვავილოვანი სურნელი

ფორთოხლის ყვავილი, ტუბეროზა, ვარდი, ლავანდა, შავი ორქიდეა, ილანგ-ილანგის წყლის შროშანა, ვანილის ბაჰიანა, ჟასმინი და მზესუმზირა ყვავილების სურნელების რამდენიმე მაგალითია. ყვავილების არომატები რბილი და რომანტიკულია, პიკანტური სურნელი თქვენს ადრენალინს აგიმაღლებთ.

მწვანე სურნელი

ახლად მოჭრილი ბალახისა და ფოთლების სუნი არის ის, რასაც ვიღებთ მწვანე სურნელოვანი სუნამოებიდან. მწვანე არომატები დამამშვიდებელ გავლენას ახდენს თქვენს განწყობაზე, აღმოსავლური არომატები კი სენსუალურ მიმზიდველობას ანიჭებს. ზოგიერთი მაგალითია კილანტრო, ჩაი, ეკალი, თიამი, ილანგ-ილანგი, ვაზი, სალბი, მარიგოლდი, ჟენშენი, გინკო, პიტნა, ვარდის ფოთოლი და ჭინჭარი.

ციტრუსის სურნელი

ციტრუსის სუნამოები მსუბუქი და გამამხნევებელია, იდეალურია მათთვის, ვისაც გრძნობების გაღვიძება სურს. თუ გსურთ თამამი განცხადების გაკეთება, შეგიძლიათ ციტრუსის სუნამო ღამითაც ატაროთ.

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სუნამოს კანზე დარჩენის ხანგრძლივობაზე

თქვენ მიერ არჩეული სუნამოს ტიპი

სუნამო, რომელიც ნაკლებად განზავებულია, უფრო დიდხანს გრძელდება. მოერიდეთ ციტრუსის ნოტებს, ხანგრძლივობისთვის შეარჩიეთ ხის სურნელები და ყვავილების ნოტები, როგორიცაა სანდლის ხე, ფისი, ჟასმინი, ტუბეროზა, პაჩული და ირისის ფესვი.

თქვენი გარემოს ტენიანობა

მოდის ზაფხული და გრძნობთ, რომ თქვენი სუნამოები აღარ მუშაობს. საქმე იმაშია, რომ სიცხე და ტენიანობა ოფლის გამოყოფას უწყობს ხელს, ოფლი კი სუნამოებს ანადგურებს. ასევე მიზანშეწონილია გამოიყენოთ შესაბამისი სუნამოები სხვადასხვა სეზონისთვის.

გთავაზობთ მარტივს ცხრილს, რომლის საშუალებითაც გაიგებთ, რამდენად ინტენსიურია და რამდენ ხანს გაგყვებათ თქვენი სუნამოს სურველი:

Perfume/Parfum - სიძლიერე 20-30% - ხანგრძლივობა 12+ სთEau de Perfume/Eau de Parfum - სიძლიერე 10-20% - ხანგრძლივობა 8+ სთEau de Toilette - სიძლიერე 5-15% - ხანგრძლივობა 4-7 სთEau de Cologne - სიძლიერე 2-4% - ხანგრძლივობა 2-3 სთEau Fraiche - სიძლიერე 1-3% - ხანგრძლივობა 2 სთPerfume Oil - სიძლიერე 10-20% - ხანგრძლივობა 8 სთ

წყარო: primetime

კანიე უესტის მეუღლე პაპარაცებმა კვლავ საცვლებისამარა დააფიქსირეს

კანიე უესტის მეუღლე, ბიანკა სენსორი პაემანზე მიმავალი პაპარაცებმა კვლავ საცვლების ამარა დააფიქსირეს. 

კანიე უესტი და ბიანკა სენსორი პაპარაცებმა ლოს ანჯელესში სადილზე მიმავალი ნახეს. სენსორი კვლავ ნახევრად შიშველი, კოლგოტითა და საცვლებით იყო შემოსილი.

უესტისა და სენსორის ქორწინებაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საზოგადოება ალაპარაკდა, რომ ბიანკა სენსორი კანიესთან ყოფნისთვის რეპერის წესებს ემორჩილება. გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკას საუბარი ეკრძალება, უნდა ჩაიცვას ის, რასაც კანიე უესტი შეურჩევს და ის საკვები მიირთვას, რომელსაც კანიე გადაწყვეტს. გარდა ამისა, მოდელი კანიეს დაჟინებული მოთხოვნით ყოველდღე ვარჯიშობს, მიუხედავად იმისა, რომ რეპერი თავად არ მიჰყვება ჯანსაღი ცხოვრების წესს. წყაროს თქმით, „ბიანკას საკუთარი აზრი აღარ გააჩნია“ და მხოლოდ კანიეს ემ

შორტი, რომელიც მუჰამედ ალის ჯო ფრეიზერის წინააღმდეგ მატჩში ეცვა, აუქციონზე გაიყიდება

შორტი, რომელიც „კრივის მეფეს“, მუჰამედ ალის ჯო ფრეიზერის წინააღმდეგ ლეგენდარული ბრძოლის დროს ეცვა, აუქციონზე გაიყიდება. Sotheby's-ის ინფორმაციით, ლოტის სავარაუდო ღირებუელბა 4-6 მილიონი დოლარია, აუქციონი კი 12 აპრილს გაიმართება.

ბრძოლა, რომელსაც „თრილერი მანილაში“ უწოდეს, ფილიპინების დედაქალაქში 1975 წლის 1 ოქტომბერს შედგა. ეს ალისა და ფრეიზერის სამმატჩიანი დაპირისპირების კულმინაციად იქცა და მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლად მიიჩნევა.

ფრეიზერისა და ალის ბრძოლა თითქმის 14 რაუნდს გაგრძელდა, რის შემდეგაც ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მუჰამედ ალიმ მოიპოვა.

51 წლის კამერონ დიასს მეორე შვილი შეეძინა

51 წლის კამერონ დიასს მეორე შვილი შეეძინა. როგორც მსახიობი Instagram-ის საკუთარ გვერდზე წერს, ბიჭუნას კარდინალი დაარქვეს.

კამერონ დიასს და მის მეუღლეს, ბენჯი მედენს 4 წლის ქალიშვილი რედიქსიც ჰყავთ.

 

 

Dr. Dre-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ლეგენდარულ ამერიკელ რეპერს Dr. Dre-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის შესახებ ABC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიას რეპერის არანაკლებ ცნობილი კოლეგები - ემინემი, 50 Cent-ი და სნუპ დოგი დაესწრნენ. Dr. Dre-მ თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა.

„წლების განმავლობაში თქვენი მხარდაჭერისთვის მადლიერი ვარ. ბევრ თქვენგანთან ერთად გავიზარდე. თითქმის 60 წლის ვარ და თქვენ კვლავ ჩემთან ერთად ხართ. მე ამას ვაფასებ. ძალიან დიდი მადლობა. გაჩერებას არ ვაპირებ“, - განაცხადა რეპერმა საზეიმო ცერემონიაზე.

ანდრე იანგი (სწორედ ეს არის Dr. Dre-ს ნამდვილი სახელი და გვარი) ცნობილია, როგორც ბევრი რეპერის პროდიუსერი, მათ შორის სნუპ დოგის, ემინემის, 50 Cent-ის და Game-ის. Dr. Dre ითვლება დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპის ქვეჟანრის, ჯი-ფანკის მთავარ პოპულარიზატორად.

„დედას პირადი ცხოვრება არ ჰქონია, მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა.. “ - ნუცა ბუზალაძე

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ „რუსთავი 2“-ის რუბრიკაში „დედას“, დედასთან ურთიერთობასა და მასთან დაკავშირებულ მოგონებებზე ისაუბრა.

როგორც ნუცამ აღნიშნა, მას „არავინ ჰყავს დედაზე უფრო ახლოს ცხოვრებაში“.

„პირველ რიგში, დედა ჩემთვის საუკეთესო მეგობარია. მადლიერი ვარ სამყაროსი და ღმერთის, რომ ასეთი ადამიანი არის დედაჩემი.

როდესაც ერთი წლის ვიყავი დედა მამას დაშორდა, მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მიყვარს, უბრალოდ ერთად ვერ იცხოვრეს, ამის გამო სულ დედასთან ვიყავი, მთელი ცხოვრება ერთად ვართ. 17 წლამდე დედასთან ერთად მეძინა, მარტო ძილი არ შემეძლო.

ყოველთვის ისეთ გარემოს მიქმნიდა, რომ თავი პრინცესად მეგრძნო. დედა საერთოდ არ იყო მკაცრი, ასეთი ახლო ურთიერთობა რომ გვქონდა, მეგობრული საუბრით იმდენად ვემორჩილებოდი, რომ არ სჭირდებოდა ზედმეტი ყვირილი.

ბავშვობაში ეზოში ერთ ბიჭს ვეპრანჭებოდი, ჩვენს მეზობლად გადმოვიდა გოგო, მასაც მოეწონა და ეს გოგო ვცემე, მაშინ დედა ძალიან გამიბრაზდა, მერე ბოდიში მომახდევინა – ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, მას შემდეგ არაფერი დამიშავებია.

პატარა რომ ვიყავი დიდად არ მაქებდა, 20 წლის შემდეგ სულ მაქებს და მეუბნება: „ნომერ პირველი ხარ“, „აბა, შენ იცი“, „შენ ხომ იცი, რასაც იზამ“, – სულ ასეთ სამოტივაციო ფრაზებს მეუბნება.

ჩემს წარმოსახვაში დედა თეთრი ფერის არის, ძალიან ნათელი ადამიანია, ბოროტება არ აქვს.

ერთ-ერთ პროექტში ერთად ვიმღერეთ და არ მავიწყდება, როგორ ნერვიულობდა სცენაზე, ეს იყო ჩემი ყველაზე ტკბილი მოგონება.

მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა, დედაჩემს არ ჰქონია პირადი ცხოვრება, მამაჩემის შემდეგ არ მახსოვს არც ერთი ადამიანი მის გვერდით. მადლობა მას იმისთვის, რომ სიყვარული მასწავლა“, – აღნიშნა ნუცა ბუზალაძემ.

Lamborghini-ს ლეგენდარული დიზაინერი მარჩელო განდინი 85 წლის გარდაიცვალა

დღეს საავტომობილო ინდუსტრიისთვის გლოვის დღეა. 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი მარჩელო განდინი, რომლის კალამს არც მეტი, არც ნაკლები ისტორიაში პირველი სუპერქარი - Lamborghini Miura ეკუთვნის. Miura-ს ხშირად მოიხსენიებენ ყველა დროის ყველაზე ლამაზ ავტომობილად, მისი დიზაინი კი განდინიმ 27 წლის ასაკში შექმნა, როდესაც ის ჯერაც დამწყები არტისტი იყო.

მაესტროდ წოდებული დიზაინერის პორტფელი არაერთ შედევრს მოიცავს, მათი უმეტესობა კი კომპანია Lamborghini-ს უკავშირდება. მაგალითად, სწორედ განდინიმ შექმნა Countach-ი, რომელიც დღემდე ითვლება სუპერქარების ეტალონად.

განდინის არაერთი უცნაური გამოგონებაც ეკუთვნის, მათ შორისაა მაკრატლისებური კარები, რომელსაც ხშირად „ლამბოს კარების“ სახელით მოიხსენიებენ. ეს უნიკალური დიზაინი განიდინიმ Alfa Romeo Carabo-სთვის შექმნა, თუმცა შემდგომ ის Lamborghini-ს საფირმო ნიშნად იქცა.

განდინის კიდევ ერთი შედევრი Lancia Stratos Zero იყო, რომელიც ავტოინდუსტრიაში დაახლოებით იმ სტატუსით სარგებლობს, რითაც სახვით ხელოვნებაში „მონა ლიზა“. ეს ავტომობილი ფუტურისტული დიზაინის ჭეშმარიტი მწვერვალია და ის გამოსვლიდან 54 წლის შემდეგაც კი იწვევს მაყურებლის აღფრთოვანებას.

მაესტროს შემოქმედება მხოლოდ სუპერქარებს როდი მოიცავს, სწორედ მან შექმნა პირველი თაობის BMW-ს მე-5 სერია, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სედანად ითვლება.

თავისი ცხოვრების 85 წლის განმავლობაში მარჩელო განდინიმ არაერთი დაუვიწყარი ავტომობილი შექმნა და ამ მიღწევით ის სამუდამოდ დარჩება ავტოინდუსტრიის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერი, რომელიც ოდესმე დაბადებულა.